იტალიის სერია ა-ს ბოლო ტურში კალიარის დამარცხების შემდეგ ნაპოლი სკუდეტოს მფლობელი ისტორიაში მეოთხედ გახდა.
სამხრეთელთა გამარჯვებას სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა.
"FNS" - წერს ქართველი ინსტაგრამის სთორიზე და ყოფილი გუნდელების ზეიმის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

FNS ნეაპოლელთა გამამხნევებელი მესიჯის აბრევიატურაა - Forza Napoli Sempre (წინ ნაპოლი ყოველთვის).
კვარაცხელიამ ნაპოლის ისტორიაში მე-3 სკუდეტო მოიგო და სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა, ამ სეზონის პირველ ნახევარში კი ხვიჩამ სერია ა-ში 17 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სერია ა-ს რეგლამენტის მიხედვით, საჩემპიონო მედალს მხოლოდ ის მოთამაშეები იღებენ, რომლებიც ჩემპიონობის მომენტში გუნდში არიან დარეგისტრირებული.