სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია.
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში მესტალიაზე გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოეს.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი 6-ჯერ გახლდათ.
გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა, მურთაზ ხურცილავამ, რამაზ შენგელიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიმარჯვეს.
