UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯეკ დელა მადალენამ ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლის ფავორიტად დაასახელა.
„მგონია, რომ ისლამი მოიგებს. ილია ძალიან კარგია, მაგრამ გაბარიტებში სხვაობა ზედმეტად დიდია.
მიუხედავად ამისა, თუ ილია შეძლებს ისლამის შეკავებას, შეიძლება შესანიშნავი ბრძოლა გამოვიდეს“, — განაცხადა მადალენამ.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ დელა მადალენა UFC 322-ის საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.