• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მახაჩევზე, ჯეიკ პოლზე, კვარაზე - ილია თოფურიას ინტერვიუ ედინ როსთან
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი
UFCUFC

მახაჩევზე, ჯეიკ პოლზე, კვარაზე - ილია თოფურიას ინტერვიუ ედინ როსთან

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ილია თოფურია ცნობილ სტრიმერთან და იუთუბერთან, ედინ როსთან იყო სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.


ქართველი ჩემპიონი ამბობს, რომ ამ ზაფხულს იჩხუბებს, თუმცა ჯერ არ იცის, ეს იქნება თუ არა თეთრი სახლის ღონისძიებაზე. ის ასევე ფიქრობს, რომ მისი შემდეგი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.


თოფურიამ ისლამ მახაჩევთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა:


„ჩემთვის იდეალური სცენარი იქნებოდა მასთან ბრძოლა ქვესაშუალო წონაში, ასე შევძლებდი მესამე ქამრის მოპოვებას. კიდევ ერთი კარგი სცენარი იქნებოდა ბრძოლა 155-სა და 170 ფუნტს შორის და ახალი ქამრის შექმნა, რომელიც Pound for Pound საუკეთესო მებრძოლისთვის იქნება.“


ილია ამბობს, რომ არმან ცარუკიანი მისთვის მარტივი ბრძოლაა და მათ შეხვედრაში ის პანიკაში ჩავარდება:


„მან წააგო ისლამთან, წააგო გამროტთან, კარიერის დასაწყისში ნოკაუტითაც დამარცხდა. მას არ აქვს ბრძოლის დასრულების უნარი, მხოლოდ მაშინ ასრულებს ბრძოლებს, როცა მოწინააღმდეგე იღლება. თუ შეხვდება ადამიანს, რომელიც მომზადებულია და დაღლილობის არ ეშინია… პანიკაში ჩავარდება."


ილია თოფურიამ არმან ცარუკიანთან სილის ინციდენტიც ახსნა:


„როცა ჩარლზთან ვიბრძოდი, მან ტვიტერზე ჩემზე ცუდად დაწერა. საღამოს PI-ში მივედი, ვნახე და გამიღიმა. შემდეგ გასახდელში წავედით… ძალიან მშვიდი იყო და გამიკვირდა, რადგან ეს ადამიანი სოციალურ ქსელში ლაპარაკობდა ცუდად. ყოველთვის არ მჭირდება ვინმესთვის სილის გაწნა, რომ ტკივილი ვაგრძნობინო.“


თოფურია ამბობს, რომ ჯეიკ პოლი ცუდი მოკრივეა:


როგორც მოკრივე, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია. ის ძალიან ცუდი მოკრივეა.


ამის შემდეგ ჯეიკ პოლმა სტრიმზე დარეკა და მასსა და ილიას შორის ცხარე სიტყვიერი დაპირისპირება შედგა.


პოლი: „მოდი, ვისპარინგოთ. როცა სპარინგში დაგამარცხებ, რას იტყვი?“


ილია: „როცა ყბა მოგირჩება, მაშინ გავაკეთოთ. მოემზადე, რადგან ამის შემდეგ კიდევ დაგჭირდება დრო ყბის აღსადგენად.“


პოლი: „პატარა ხარ, 5'6 ხარ.“


ილია: „ჩემი ბურთების სიმაღლეზე დაგაყენებ. მუხლებზე იქნები.“


ილია ამბობს, რომ ადრე შონ ო’მალისთან ბრძოლა სურდა, მაგრამ ახლა ამ ბრძოლას აზრი აღარ აქვს:


„ახლა ძალიან ნათელია, რა მოხდება ამ ბრძოლაში. ადრე ეს საიდუმლო იყო.“


თოფურია ფიქრობს, რომ შონ ო’მალი კვლავ დაამარცხებს პიოტრ იანს, თუ მათი რემატჩი გაიმართება: „სტილისტურად, შონი მოიგებს რემატჩს. თუ სწორი მენტალიტეტით შევა, სრულფასოვან მოსამზადებელ ბანაკს გაივლის და სწორად მოემზადება, ის გაიმარჯვებს.“


თოფურიამ ჰოლოუეი-ოლივეირას მოახლოებულ ბრძოლაზეც გააკეთა პროგნოზი:


„ჩარლზი ძალიან მიყვარს მისი ხასიათის გამო; შესანიშნავი ადამიანია. მაგრამ ვფიქრობ, მაქსი მოიგებს ამ ბრძოლას. თუმცა ჩარლზი არასდროს უნდა შეაფასო ნაკლებად. ის ბრძოლის ყოველ მომენტში საშიშია; ნებისმიერ დროს შეუძლია საბმიშენი.“


ქართველმა თავისი ვარჯიშების სპეციფიკაზეც ისაუბრა:


„ყველას თავისი უნიკალური სტილი აქვს… არ არსებობს კონკრეტული წესი, რომელსაც უნდა მიჰყვე. მე პირადად მიყვარს ტექნიკებზე მუშაობა… უფრო კონკრეტულად, საკუთარი თავის იმ პოზიციებში დაყენება, რაც შეიძლება ბრძოლაში მოხდეს. მინდა, რომ ყველა ინსტრუმენტი მქონდეს, რაც ბრძოლაში დამჭირდება. რა მოხდება, თუ ორმაგ ფეხზე შემოვა? თუ დამაგდებს? მინდა ეს 1000-ჯერ გავიმეორო.“


მის ფრაზებში თოფურიას მენტალიტეტიც გამოჩნდა:


ვიცი, როგორია ტკივილის შეგრძნება, როგორია დაღლა. საკუთარ თავს ვიცნობ, არ არსებობს სიტუაცია, სადაც დანებდები. როცა ოქტაგონში შევდივარ, მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ ყველაზე საშიშ ტიპს ხვდება. მოგიწევს ჩემი მოკვლა, მე კი ჩემი სიცოცხლე ძალიან მიყვარს და არ მინდა მოვკვდე.“


ილიამ ახსნა, რატომ არ ჩხუბობს წელიწადში 3–4-ჯერ.


ადინ როსმა მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა ხშირი ბრძოლები მაღალი დონის მებრძოლისთვის, როგორიც მერაბ დვალიშვილია.


„ყველას თავისი სტილი აქვს. თუ ეს მას აბედნიერებს, ასე უნდა გააკეთოს. მე კი არ მიყვარს წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ბრძოლა, რადგან მიყვარს სრულფასოვანი მოსამზადებელი ბანაკები. არასდროს შევდივარ ოქტაგონში ტრავმით. როცა შევდივარ, 100%-ით მზად ვარ.“


ილია ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლა საშინელი იყო:


,,ბრძოლა ძალიან ცუდი იყო. ვფიქრობ, ორივე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა."


თოფურიამ ყველაზე ძლიერ მეტოქედ, ვისთანაც უბრძოლია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაასახელა:


ის ოქტაგონზე ძალიან ჭკვიანი მებრძოლია. იცის, როგორ იბრძოლოს.


ედინ როსმა ქართველს MMA-ს ისტორიაში 5 საუკეთესო მებრძოლის დასახელება სთხოვა.


ილიამ კი სიაში დემეტრიუს ჯონსონი და ხაბიბ ნურმაგომედოვი არ დაასახელა. მან სიაში შეყვანის ღირსად მხოლოდ ჟორჟ სენ-პიერი და ჯონ ჯონსი ჩათვალა და ასევე თქვა, რომ თავისი თავის ასეთ სიაში დასახელება არ მოსწონს.


„ხაბიბი საყურებლად საინტერესო არ იყო ბოლო ორ ბრძოლამდე. ის საინტერესო გახდა იმიტომ, რომ დაუმარცხებელი იყო. მე არასდროს ვყოფილვარ მისი ბრძოლების ფანი.“


თოფურიას ფეხბურთზეც ჰკითხეს:


„მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ ჩემი [ბიზნეს] პარტნიორი გახდა… მაგრამ მესი უფრო მომწონს."


ახლა ვინ მომწონს ყველაზე მეტად? პარიზში მყავს ჩემი კაცი, ხვიჩა კვარაცხელია, ის ქართველია.


ილიამ ტერენს კროუფორდსა და შაკურ სტივენსონსაც უპასუხა და ამბობს, რომ MMA კრივზე უკეთესია:


„ორივეთი იატაკს მოვწმენდ. MMA ბევრად უკეთესია, უფრო გასართობია. ეს სრული ბრძოლაა. მხოლოდ ხელები არ არის ჩართული - ყველაფერი მონაწილეობს. თუ ახლა ამ ოთახში ვიქნებით მე, კროუფორდი და შაკური და ვიღაცამ საწოლი უნდა დაალაგოს, როგორ ფიქრობ, ვინ გააკეთებს ამას? ერთმანეთს დაეხმარებიან.


მოკრივეები, ღმერთს ვფიცავ, ძალიან უცნაურები არიან. ანუ… ბევრი მეგობარი მყავს, ვინც კრივს მისდევს, მაგრამ ზოგადად როცა ლაპარაკობენ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება - რას ლაპარაკობთ საერთოდ?


თქვენ თამაშის მხოლოდ ერთი ნაწილი იცით - კრივი. მაგრამ ყველაფერს არ ფლობთ… ჭიდაობა, პარტერი. ეს სულ სხვა რამეა.“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ილია თოფურია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თოფურია VS გეიჯი - თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა?

•ქართული

ქართული

თოფურია VS გეიჯი - თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა?
•ქართული

ქართული

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა

•ქართული

ქართული

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა
•ქართული

ქართული

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე

•ქართული

ქართული

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე
•ქართული

ქართული

ილია თოფურია ბრძოლა 2026

•ქართული

ქართული

ილია თოფურია ბრძოლა 2026
•ქართული

ქართული

News image

16 თებ, 2026

თოფურია VS გეიჯი - თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა?

News image

18 თებ, 2026

"თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლა არ შედგება" - მახაჩევმა დაადასტურა

News image

19 თებ, 2026

"თოფურიასგან დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ" - მახაჩევი ქვესაშუალო დივიზიონზე

News image

23 თებ, 2026

ილია თოფურია ბრძოლა 2026

კომენტარები

ლინკის დაკოპირება