დემეტრიუს ჯონსონი და მაიკლ ბისპინგი აცხადებენ, რომ „ილია თოფურია როსტერის ყველაზე სრულყოფილი სპორტსმენია“.
მაითი მაუსი ხაზს უსვამს თოფურიას რიტმს და ამბობს:
ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სტრატეგიულია. მისი რიტმის ტემპი, როცა დარტყმებს ცვლის... ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკურად გამართული სპორტსმენია, ვინც კი მინახავს.
ბისპინგი ხაზს უსვამს თოფურიას „სიზუსტეს“ და მის თამაშში ხარვეზების არქონას:
არანაირი წინასწარი მინიშნება არ არის, არანაირი ღია სივრცე... მისი დროის სიზუსტე წარმოუდგენელია. ამას დაუმატე ძალა... ერთი დარტყმაც კი სრულიად საკმარისია.