ჯეიკ პოლთან გამარჯვების შემდეგ, ენტონიო ჯოშუამ ბრძოლაზე ტაისონ ფიური გამოიწვია.
„საუკეთესო გამოსვლა არ მქონია. თუმცა საბოლოო მიზანი მარტივი იყო — ჯეიკ პოლამდე მიღწევა, მისთვის ზიანის მიყენება და მისი წაქცევა. სწორედ ეს უნდოდა ჩემს მენეჯერს და ეს სურვილი მიტრიალებდა მეც თავში.
ცოტა უფრო მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე ველოდი, თუმცა საბოლოოდ მარჯვენა მუშტმა თავისი სამიზნე მაინც იპოვნა.
ჯეიკმა ღირსეულად იბრძოლა და ქებას იმსახურებს. მისთვის რინგზე ყოფნა ადვილი სულაც არ იყო, თუმცა ადგომას და ბრძოლას აგრძელებდა. ამის გაკეთება მხოლოდ ნამდვილ მამაკაცებს შეუძლიათ.
2026-ში რინგზე გასვლას მოუთმენლად ველოდები. თუ ტაისონ ფიური ნამდვილად ამდენად სერიოზულია, როგორც თავის თავზე თვითონ ლაპარაკობს, მაშინ გადადოს ტელეფონი და კვლავ გაიკეთოს ხელთათმანები. გამოვიდეს და იბრძოლოს მეტოქესთან, რომელიც ნებისმიერ ბრძოლას თანხმდება.
თუ მართლა ასეთი ცუდი ბიჭი ხარ, გამოდი და ვიჩხუბოთ. გეყოს ლაპარაკი, AJ [ენტონი ჯოშუა] ის, AJ ეს, საკმარისია, მოდი ვნახოთ, რას გვეტყვის შენი მუშტები." - აღნიშნა ჯოშუამ ბრძოლის შემდეგ.
ფიურიმ უკანასკნელად წინა წლის დეკემბერში იბრძოლა, როცა მსაჯების გადაწყვეტილებით ოლექსანდრ უსიკთან დამარცხდა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.