დანიელ მალდინი მილანში ავტოავარიაში მოყვა.
კალიარის თავდამსხმელი, რომელმაც შაბათს ატალანტას წინააღმდეგ გამარჯვების პენალტი გაიტანა, ინციდენტს უვნებელი გადაურჩა.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ავარია კვირას, გამთენიისას, დაახლოებით 5:15 საათზე მოხდა. თავდაპირველად ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ქაოსში ერთ-ერთი მათგანი პარკინგზე გაჩერებულ მერსედესსაც დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების სამი ეკიპაჟი მივიდა. ექვსმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხუთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალდინი სიფრთხილის მიზნით კლინიკაში შეამოწმეს და მალევე გაწერეს.
„სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მცირე შემოწმების შემდეგ, დანიელი დაუყოვნებლივ გაწერეს და სახლში დაბრუნდა. ის ჯანმრთელადაა. დანიელი კარგადაა და არანაირი ტრავმა არ მიუღია, მით უმეტეს სერიოზული“, - განაცხადა ფეხბურთელის ადვოკატმა, დანილო ბუონჯორნომ.
პოლიცია ინციდენტის დეტალებს იკვლევს. პირველადი ინფორმაციით, კალიარის თავდამსხმელმა გზა არ დაუთმო მოძრავ ავტომობილს, რამაც შეჯახება გამოიწვია. ახლა მალდინი სრულიად უსაფრთხოდაა და მოვლენების ეპიცენტრიდან ისევ ფეხბურთზე გადაერთვება, რათა კალიარის ვარჯიშებს დაუბრუნდეს.