გადამწყვეტი მატჩი - ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს ხვდება
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
28 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კაუნასში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
ყვითელი ბარათების გამო საფრანგეთთან შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ირაკლი თოდუა გამოტოვებს.
საქართველო - საფრანგეთის მატჩი 28 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.