UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, პიოტრ იანმა დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილთან მესამე ბრძოლის ჩატარება გადაწყვეტილია.
„ჩემი მომდევნო მეტოქე უკვე გარკვეულია, UFC-მ მერაბს ჩემთან რევანშის გარანტია მისცა.
როგორც კი ის მზად იქნება და ყველა ტრავმას მოიშუშებს, ეს მოხდება.
ან გაზაფხულზე, ან ზაფხულში." — აღნიშნა იანმა.
2023 წლის მარტში დვალიშვილმა იანს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო, 2025 წლის ბოლოს კი რუსმა რევანში ასევე მსაჯების გადაწყვეტილებით აიღო და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.