ლუჩიანო სპალეტიმ თავის წიგნში 2021 წელი გაიხსენა, როცა ის ნაპოლის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
"როცა ჩემი თავი ბიჭებს წარვუდგინე, ვთქვი, რომ ისტორიას სკუდეტოთი დავწერდით. პირველ წელს მე-3 ადგილზე გასვლის შემდეგ საუკეთესო ზაფხული არ გვქონდა, რადგან მაშინვე ოსპინა, ინსინიე, მერტენსი და კულიბალი დავკარგეთ. ყველა გულშემატკივარი ჩვენს მხარეს არ იყო, მაგრამ მე მშვიდად ვიყავი.
რუსი მეგობრებისგან ბრწყინვალე რეკომენდაციები მივიღე კვარაცხელიაზე და კრისტიანო ჯუნტოლისაც ბრმად ვენდე. დე ლაურენტისი შეწუხებული იყო და მეკითხებოდა: "მისტერ, გამაგებინე, ნაპოლის გაძლიერებას კორეელით და ქართველით აპირებ?"
პრეზიდენტი ვნებით მუშაობდა და ხშირად მიგზავნიდა ტაქტიკურ რჩევებს შეტყობინებების სახით შესვენებებზე: ასე აჩვენებდა ის თავის ვნებას. გზა დაცემით დაიწყო: 2022 წლის სექტემბერში ველოსიპედიდან გადმოვვარდი და ლავიწის ძვალი მოვიტეხე. საოპერაციოდ მილანში ჩავედი ისე, რომ მოთამაშეებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან არ მინდოდა ენერვიულათ.
შემდეგ დავბრუნდი და მოთამაშეები უფრო მოტივირებული იყვნენ, ლივერპული კი 4-1 გავანადგურეთ. შედეგმა მთელი მსოფლიო მოიარა. ჩემი დაცემა პოზიტიური ტრამპლინი აღმოჩნდა." - წერს სპალეტი თავის წიგნში.