შვედი ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის მაისურით თამაშს აღარ აპირებს.
როგორც ფაბრიციო რომანო პორტუგალიურ გამოცემა Record-ზე დაყრდნობით წერს, თავდამსხმელი სპორტინგის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა და კლუბს პირადად შეატყობინა, რომ მისი მაისურით თამაში აღარ სურს.
გიოკერეში ამტკიცებს, რომ კლუბმა დაარღვია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მას სპორტინგის დატოვება ამ ზაფხულს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლებოდა.
ფეხბურთელს მიაჩნია, რომ კლუბმა ის დააღალატა და შექმნილი ვითარებისგან საშინლად დაიღალა.
გავრცელებული ცნობებით, პორტუგალიის ჩემპიონის პრეზიდენტთან შეთანხმების თანახმად, თუ ბოლო ორ სეზონში ის ქვეყნის ჩემპიონატში 20+ გოლს გაიტანდა, მაშინ კლუბი მას 65+10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებდა.
ამ შეთანხმების დადების შემდეგ, შვედმა ერთი სეზონი 29 გოლით დაასრულა, მეორე კი - 39-ით. თუმცა, ახლა პრეზიდენტმა უკან დაიხია და ამბობს, რომ მსგავსი პირობა არასდროს გაუცია.