ბრაიტონის ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პედრო კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება დაიხურა - ჩელსი ბრაიტონს 23 წლის ბრაზილიელში 50 მილიონ ფუნტზე მეტს გადაუხდის.
სამშაბათს ჟოაო პედრო სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და შემდეგ, აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ჩელსის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შეუერთდება.
ბოლო ორ დღეში ეს ჩელსისთვის მეორე დახურული ტრანსფერია - გუშინ, 28 ივნისს, კლუბი დორტმუნდის ბორუსიას ჯეიმი გიტენსის შეძენაზე შეუთანხმდა.
ჟოაო პედრო პიზიციურად ცენტრფორვარდია, ბრაიტონში ის 2023 წელს უოტფორდიდან 34 მილიონ ევროდ გადავიდა და კლუბის მაისურით 70 მატჩში 30 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.