ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც იცით, საფრანგეთის ფინანსური ზედამხედველობისა და მენეჯმენტის ეროვნულმა სამმართველომ (DNCG), ფინანსური პრობლემების გამო, ოლიმპიკის ქვედა დივიზიონში დაქვეითების გადაწყვეტილება მიიღო.
კლუბს ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად შვიდი დღე აქვს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლიონი დაქვეითებას არ ეთანხმება.
„ვითვალისწინებთ DNCG-ის მიერ მიღებულ გაუგონარ გადაწყვეტილებას და ვადასტურებთ, რომ მას დაუყონებლივ გავასაჩივრებთ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით DNCG-სთან, შევასრულეთ ყველა მოთხოვნა და საკუთარ კაპიტალში იმაზე მეტი თანხა ჩავდეთ, ვიდრე ორგანიზაცია ითხოვდა. ჩვენი აქციონერების მხრიდან ინვესტიციებისა და კრისტალ პალასში ჩვენი წილის გაყიდვის შედეგად, კლუბის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და საკმარისზე მეტი რესურსი გაგვაჩნია 2025/26 წლების სეზონის ჩასატარებლად.
მოცემული ფინანსური შესაძლებლობების და სპორტული წარმატებების გათვალისწინებით - რაც ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენს მონაწილეობას ევროტურნირებში, გულწრფელად ვერ ვხვდებით, როგორ შეიძლება ადმინისტრაციულმა გადაწყვეტილებამ ასეთი მასშტაბის ფრანგული კლუბი დააქვეითოს.
ჩვენ აუცილებლად შევიტანთ აპელაციას, რათა დავამტკიცოთ, რომ სრულად შეგვიძლია მოვიპოვოთ საჭირო ფინანსური რესურსი ლიონის ლიგა 1-ში წარმატებული გამოსვლის გასაგრძელებლად“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.