ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ ევროპაში ბრუნდება და LAFC-ს ტოვებს.
38 წლის თავდამსხმელი ლილისგან ერთწლიან შეთავაზებას დათანხმდა და ფრანგულმა კლუბმაც ყველა დოკუმენტი უკვე მოამზადა.
სამედიცინო შემოწმება ჩანიშნულია და ოლივიე დიდხნიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთში ბრუნდება.
ჟირუმ სამშობლო 2012 წელს დატოვა, როცა მონპელიედან არსენალში გადავიდა. 2018 წელს მან კარიერა ჩელსიში გააგრძელა, 2021 წლიდან იყო მილანი, 2024 წელს კი ოლივიემ ევროპა დატოვა და კარიერა MLS-ში გააგრძელა.
ახლა კი ფრანგი თავდამსხმელი 13-წლიანი პაუზის შემდეგ ლიგა 1-ში გააგრძელებს კარიერას.