საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის მიერ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენმა გადაწყვიტა ლიონს დაეხმაროს.
RMC Sport-ის ინფორმაციით, დედაქალაქური კლუბი მზად არის ოლიმპიკს ბრედლი ბარკოლას ტრანსფერისთვის კუთვნილი თანხა ახლავე გადაუხადოს.
ახალგაზრდა შემდევი პარიზში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ, შეთანხმება კი თანხის რამდენიმე ნაწილად გადახდას მოიცავდა.
პარი სენ-ჟერმენმა კი გადაწყვიტა, რომ გაჭირვებაში მყოფ კლუბს ბარკოლას ტრანსფერის თანხა მთლიანად გადაურიცხოს.
დიდი ალბათობით, ლიონს მხოლოდ ეს თანხა არ ეყოფა პრობლემისგან თავის დასაღწევად, თუმცა პსჟ-ის ეს ნაბიჯი დასაფასებელი ჟესტია.