მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის პლეი ოფში იტალიის ნაკრებმა სან სიროზე გერმანია მიიღო.
მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მე-9 წუთზე ანგარიში სანდრო ტონალიმ გახსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გერმანელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს. ტაიმის სტარტზევე, 49-ე წუთზე იოზუა კიმიხის ჩაწოდების შემდეგ ტიმ კლააინდინსტმა ანგარიში გაათანაბრა.
76-ე წუთზე კიმიხმა ამჯერად კუთხურის ჩაწოდებით მიითვალა საგოლე პასი, გამარჯვების გოლი კი ბუნდესნაკრებიდან ლეონ გორეცკამ გაიტანა, რომელმაც თავური დარტყმით აიღო სკუადრა აძურას კარი.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 23 მარტს, სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება და გაირკვევა, თუ რომელი გუნდი გააგრძელებს ერთა ლიგის პლეიოფში ბრძოლას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები