საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2026-ის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ვასილ მაისურაძის გუნდმა გიბრალტარს 1:0 მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად ეს საკმარისი არ იყო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ჰალიდ დოლტმურზიევმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა. მატჩის ბოლო წუთები კი ძალიან დაძაბული გამოვიდა და მსაჯმა მოედნიდან 7 ფეხბურთელი გააძევა - 3 გიბრალტარელი, ჩვენი გუნდის მხრიდან კი დოლტმურზიევი, შათირიშვილი, ძნელაძე და ხუციშვილი.
საქართველო (3-5-2): ყავლაშვილი - შათირიშვილი, ამისულაშვილი, გოგოლი - დიაკონიძე, ნიორაძე (დანელია; 65), ძნელაძე, ხუციშვილი, ბართიშვილი (ფერაძე; 65) - გოგილაშვილი (დოლტმურზიევი; 46), ჩიქოვანი. მთ. მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი და 13-დან 1 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავიდა, მათ შორის კი ვერ მოხვდა ჩვენი ნაკრები, რომელსაც მე-8 შედეგი ჰქონდა.