• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
წლის ბოლო მატჩი - საქართველო წლის მოგებით დასრულებას შეეცდება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

წლის ბოლო მატჩი - საქართველო წლის მოგებით დასრულებას შეეცდება

18 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დღეს საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო მატჩს ბულგარეთში ჩაატარებს და 2025 წლის გამარჯვებით დასრულებას შეეცდება.


მატჩის მიმოხილვა და მიმდინარე ფორმა


თავის მხრივ ბულგარეთი ეცდება, თავიდან აირიდოს ტურნირის დასრულება იმ მცირე ჯგუფში, რომელსაც არცერთი ქულა არ მოუპოვებია. კამპანიის შუაში მთავარი მწვრთნელის ცვლილებამ, ილიან ილევიდან ალექსანდარ დიმიტროვზე, მოედანზე შედეგები ვერ გააუმჯობესა.


გასული კვირის ბოლოს თურქეთთან 0:2 წაგებით დიმიტროვის ხელმძღვანელობით გუნდს უკვე სამ თამაშში 12 გოლი აქვს გაშვებული. ამას დაემატა უეფას ერთა ლიგაში C დივიზიონიდან B-ში გადასვლის უშედეგო მცდელობა. შედეგად, ბულგარეთი უკვე ათი მატჩია ვერ იგებს (2 ფრე, 8 წაგება) და ბოლო ექვსიდან ხუთში გოლის გატანაც ვერ შეძლო.


საქართველომ სექტემბრის დასაწყისში ბულგარეთთან სახლში 3:0 მოიგო, ეს ქულები მათი ერთადერთი მონაპოვარია ამ კამპანიაში, რადგან ესპანეთთან და თურქეთთან კლასის სხვაობა აშკარა იყო. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ წინა საკვალიფიკაციო ციკლის მაჩვენებელი გაიმეორონ, რვა თამაშში ორი გამარჯვება.


ურთიერთშეხვედრები


2022 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ბულგარეთთან ბოლო სამი მატჩი არ წაუგია (2 გამარჯვება, 1 ფრე), იმის წინ კი ექვსიდან ოთხი ჰქონდა წაგებული (1 მოგება, 1 ფრე).


სტატისტიკა და სერიები


ბულგარეთის ბოლო ექვსივე წაგება 2+ გოლიანი სხვაობით დასრულდა.


თურქეთთან 0:2 ბულგარეთის ბოლო ცხრა მატჩში ერთადერთი იყო, სადაც 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.


საქართველოს ბოლო 14 გასვლითი მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა (8 მოგება, 6 წაგება).


საქართველოს ბოლო 18 გამარჯვებიდან 14 ორ ან მეტ გოლს მოიცავდა.


გამორჩეული მოთამაშეები და დანაკლისი


გეორგი რუსევი თურქეთთან ერთადერთი ზუსტი დარტყმით საგოლე მომენტს მიუახლოვდა და შესაძლოა ათმატჩიანი გოლშეუგდებელი სერია დაასრულოს. ხვიჩა კვარაცხელიასაც შეუძლია შთაგონება მიიღოს პირველ თამაშში გატანილი გოლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთთან თავი ვერ გამოიჩინა.


ბულგარეთს მათი ერთადერთი მეგოლიე რადოსლავ კირილოვი დააკლდება, ასევე ანტონ ნედიალკოვი, ფაბიან ნიურნბერგერი და პეტკო ჰრისტოვი. საქართველოს მხრიდან კი ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა და გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირი ჟორჟ მიქაუტაძე ვერ ითამაშებენ.


მსაჯი


მატჩს დანიელი იაკობ კეჰლეტი განსჯის, რომელმაც დანიის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში მოთამაშეებს 25 ყვითელი და 1 მეორე ყვითელი აჩვენა, სულ კი 2 პენალტი დანიშნა.


დანიელმა უეფას ევროპა ლიგის ერთ მატჩშიც იმუშავა, სადაც ფენერბაჰჩემ შტუტგარტს 1-0 მოუგო, კეჰლეტმა კი 9 ყვითელი ბარათი გამოიყენა და 1 პენალტი დანიშნა.


ბულგარეთისა და საქართველოს მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.


"დასაკარგი ორივე გუნდს ბევრი აქვს, შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება" - სანიოლის პრესკონფერენცია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფანტასტიკური იყო" - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძე შეაქო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ფანტასტიკური იყო" - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძე შეაქო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მე-11 გოლი ამ სეზონში - დავითაშვილმა ლავალს გაუტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მე-11 გოლი ამ სეზონში - დავითაშვილმა ლავალს გაუტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

10 სთ წინ

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება

News image

23 სთ წინ

"ფანტასტიკური იყო" - უოტფორდის მწვრთნელმა გოგლიჩიძე შეაქო

News image

24 სთ წინ

VIDEO: მე-11 გოლი ამ სეზონში - დავითაშვილმა ლავალს გაუტანა

News image

23 სთ წინ

VIDEO: მეცი პსჟ-სთან განადგურდა - ლიგა 1-ის მატჩში ოთხივე ქართველმა ითამაშა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება