საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის ბოლო მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
"გვსურს, საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი თამაშით დავასრულოთ. იგივე მიზანი აქვს ბულგარეთის ნაკრებსაც. შესაბამისად, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრაა და დასაკარგიც ორივეს ბევრი აქვს.
როგორც ვთქვი, ოფიციალური, მნიშვნელოვანი მატჩია, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. მოგება გვსურს და ამისთვის კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ.
მიუხედავად მარცხისა, ბურთით იგივე ამბიციით უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სამომავლოდ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, ბურთს როგორ გამოვიყენებთ.
მომდევნო ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტსა და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ოფიციალურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. თითოეულ შეხვედრას სრული სერიოზულობით და მაქსიმალური მოტივაციით უნდა მივუდგეთ", - თქვა სანიოლმა.
ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდები სოფიის ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 23:45 საათიდან ითამაშებენ.
გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ მე-10 ურთიერთშეხვედრას გამართავენ - 3 მოგება ჩვენ, 4 ბულგარელებს და 2 ფრე.