VIDEO: საგოლე შეტევა წამოიწყო, შემდეგ გააძევეს - მორჩილაძეს რიეკაში ევროდებიუტი ჰქონდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე მორჩილაძეს, ხორვატული რიეკას რიგებში, ევროტურნირებზე, კერძოდ კონფერენს ლიგაზე, დებიუტი ჰქონდა.
ქართველის გუნდმა კვიპროსულ ომონიას პლეი-ინის გასვლითი მატჩი მოუგო და განმეორებითი შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიქმნა.
მორჩილაძე მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა, ჯერ საგოლე შეტევა წამოიწყო, შემდეგ კი მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
24 წლის ნახევარმცველი ხორვატულ კლუბს იანვარში, დინამო თბილისიდან შეუერთდა და მის შემადგენლობაში მე-5 თამაში ჩაატარა. გასული სეზონის ეროვნულ ლიგაში 12 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
რიეკა ომონიას საპასუხო მატჩი 26 თებერვალს, უკვე ხორვატიაში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალში პოლონურ რაკოვს ან ფრანგულ სტრასბურს შეხვდება.
რაც შეეხება ხორვატიის ჩემპიონატს, მორჩილაძის გუნდს 32 ქულა აქვს, მე-3 ადგილზეა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად იბრძვის.