ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე, ინდივიდუალურ ასპარეზობაში, გამოსვლა დაასრულა.
ორი პროგრამის ჯამში, გუბანოვამ 209.99 ქულა მოაგროვა და მე-9 ადგილზე გავიდა, რაც, ქალთა ერთეულთა კატეგორიაში, საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ჩვენს ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუტანა.