Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი არაბიძემ და ულსანმა კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს და ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.
მიზეზი, რის გამოც გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეულ გუნდთან ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ვერ ვიხილეთ ეს იყო - მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე მუშაობდნენ.
ამ მომენტისთვის გიორგი არაბიძე ინდივიდუალურად მზადებას განაგრძობს.
ქართველი ფეხბურთელი აზიურ გუნდში 2024 წელს ქუთაისის ტორპედოდან გადაბარგდა. არაბიძემ ულსანის შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.