გერმანიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში ქართველების გუნდების დაპირისპირება გაიმართა.
გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა საკუთარ მოედანზე ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი მიიღო.
გოჩოლეიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, ბუდუმ კი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე ლუკა ვუშკოვიჩმა გახსნა და ჰამბურგს პირველი ტაიმი მოაგებინა. 59-ე წუთზე სხვაობა ორამდე რაიან ფილიპემ გაზარდა და მასპინძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუპოვა.
მატჩის კომპენსირებულ დროში ადამ კოლემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ჰაიდენჰაიმმა ქულის გადარჩენა ვეღარ მოასწრო.
ჰამბურგმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და 4 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს, ჰაიდენჰაიმი კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
გიორგი გოჩოლეიშვილმა მოედანზე 86 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 7.4 შეფასება დაიმსახურა. ქართველმა ფლანგის მცველის 20 პასიდან 18 ზუსტი იყო, 3 დრიბლინგიდან 2 წარმატებული, 6 დუელიდან კი გიორგიმ 5 მოიგო.
ჰამბურგი მომდევნო ტურში უნიონ ბერლინს ესტუმრება, ჰაიდენჰაიმი კი აუგსბურგს მიიღებს.