ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას გასული ზამთრის სატრანსფერო ამბები გაიხსენა.
"გასულ იანვარს, თუ პარი სენ-ჟერმენი ნაპოლისთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდა, კვარაცხელია ლივერპულში ითამაშებდა.
პარი სენ-ჟერმენსა და ნაპოლის შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო. პსჟ-მ 2024 წლის მაისში კვარაცხელიასა და ოსიმენის სანაცვლოდ 210 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთა, ნაპოლიმ კი შეთავაზება დაბლოკა.
ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ პსჟ-ს კვარა ძალიან უნდოდა, ამიტომ ის იანვარში დაიმატეს.
მაგრამ თუ ეს ტრანსფერი არ შედგებოდა, ვფიქრობ, კვარაცხელია ახლა ენფილდზე ითამაშებდა. ლივერპული ამ შესაძლებლობაზე ფიქრობდა, მაგრამ ბრძოლა პარი სენ-ჟერმენმა მოიგო." - განაცხადა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა.
კვარაზე, მამარდაზე, რონალდუსა და დიდ პოპულარობაზე - ფაბრიციო რომანოს ინტერვიუ