ფაბრიციო რომანო aPeople-ის ოფისში ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა.
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ინსაიდერმა საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესსა და მომავალზე ისაუბრა.
"საქართველოში ახალგაზრდა მოთამაშეებს ენდობით, რაც ძალიან კარგია. მოთამაშეებს ნაკრებში ჩამოსვლა უნდა უხაროდეთ.
ამის კარგი მაგალითი არგენტინის ნაკრებია და ასევე 2006 წლის იტალია, როცა მოთამაშეები ნაკრებში სიხარულით მიდიან და რაღაც მიზეზებს არ იგონებენ სანაკრებო მატჩების გამოსატოვებლად.
ახალგაზრდა მოთამაშეების ნდობა კარგია. თქვენ ისეთი ვარსკვლავები გყავთ, როგორიც კვარაცხელია და მამარდაშვილი არიან. თქვენს მოთამაშეებს უნდა გაუფრთხილდეთ და მომავალშიც წარმატება გელით."
"კვარა სკამიდან მახტუნებს", - ფაბრიციო რომანო