aPeople-ის ოფისში ფაბრიციო რომანო ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდა.
მსოფლიოში ყველაზე გავლენიანმა ინსაიდერმა ის მომენტი გაიხსენა, როცა ლეო მესი ბარსელონაში დარჩენასთან ახლოს იყო.
რომანომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიონელ მესი ბარსელონაში დასარჩენად მზად იყო და ახალი კონტრაქტის ოფიციალურად გასაფორმებლად ყველაფერი მზად იყო.
ბარსელონას მესის დარჩენაზე ოფიციალური განცხადება მზად ჰქონდა. თავად მესიც კონტრაქტის გასაფორმებლად ბარსელონაში იყო ჩასული.
იტალიელი ჟურნალისტის თქმით საბოლოოდ ლა ლიგის რეგულაციების გამო კონტრაქტის გაფორმება ვეღარ მოხერხდა და მესის ბარსას დატოვება მოუწია, რაც მისთვისაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო.
"რონალდუ ცალი ფეხით სიტიში იყო", - ფაბრიციო რომანო