ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შცესნიმ გუნდში თავის როლსა და ჟოან გარსიაზე კომენტარი გააკეთა.
„მე ვარ სათადარიგო მეკარე და თუ რაიმე სიურპრიზი არ მოხდა, ასეთადვე დავრჩები. ჩემი როლი ამ სეზონში არის, რაც შეიძლება კარგად მოვამზადო ჟოან გარსია მატჩებისთვის.
მე ვფიქრობ, რომ ის წარმოუდგენელი პოტენციალის მეკარეა, რომელიც უკვე ევროპის საუკეთესოებს შორის არის. ძალიან ამაყი ვარ ამ როლით, რადგან ამისთვის მზად ვიყავი ახალი კონტრაქტის ხელმოწერის დღიდან.
და მე არ ვგრძნობ იმედგაცრუებას. ჟოანს აკლია გამოცდილება უმაღლეს დონეზე, და ეს არის ის, რაც მან უნდა დაამტკიცოს. მე შევეცდები დავეხმარო მას სეზონის განმავლობაში სტაბილური ფორმის შენარჩუნებაში.
არ არის ადვილი, ყოველ მესამე დღეს მაღალი წნეხის ქვეშ თამაში. ეს არის ის, რაც მას უნდა ისწავლოს. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ მისი წარმატებისთვის ჩემი წვლილის შეტანას.“ - განაცხადა პოლონელმა მეკარემ.