VIDEO: მიქაუტაძის სადებიუტო გოლი და მოტრიალებული თამაში - ვილიარეალმა ოსასუნას მოუგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ოსასუნა მიიღო.
მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ვილიარეალის საშინაო მოედანზე პირველად ითამაშა.
მე-40 წუთზე ოსასუნა კაცნაკლული დარჩა, ვალენტინ როსიემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მაინც პამპლონელები დაწინაურდნენ ანტე ბუდიმირის პენალტით.
მეორე ტაიმში ვილიარეალმა სრული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ ანგარიშიც გაათანაბრა. 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში თავური დარტყმით სადებიუტო გოლი გაიტანა.
85-ე წუთზე კი ტანი ოლუვასეის დარტყმის შემდეგ ბურთი პაპე გეიეს მოხვდა და ოსასუნას კარში აღმონჩდა. ამ გოლით მარსელინოს გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
5 ტურის შემდეგ ვილიარეალს 10 ქულა აქვს და ლაივ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
მომდევნო ტურში მიქაუტაძის გუნდი სევილიას ესტუმრება.