ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის რეალმა ესპანიოლი დაამარცხა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
გოლები ედერ მილიტაომ და კილიან მბაპემ გაიტანეს. ორივე დარტყმა შორეული გასროლით, ულამაზეს სტილში იყო გატანილი.
რეალმა 15 ქულა დააგროვა და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
1-0 მილიტაო 22'
2-0 მბაპე 47'