აბდერაჰიმ უჰიდა რეალის ახალგაზრდა გულშემატკივარია მაროკოდან, რომელმაც 2023 წლის მაროკოს მიწისძვრის შედეგად მშობლები, ბაბუა და ორი და-ძმა დაკარგა.
მოგვიანებით, ტელევიზიაში ის რეალის ფორმით გამოჩნდა, რაც მადრიდულმა კლუბმა შეამჩნია.
აბდერაჰიმი მადრიდში მიიწვიეს, სადაც რეალისა და მარსელის შეხვედრას დაესწრო, ჩაირიცხა აკადემიაში, დაათვალიერა სანტიაგო ბერნაბეუ, შეხვდა ფეხბურთელებს და მიიღო ფორმა, რომელზეც ხელი ყველა მოთამაშემ და პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მოაწერა.
დღეს 16 წლის აბდერაჰიმს შესაძლებლობა ჰქონდა სანტიაგო ბერნაბეუს მინდორზე გასულიყო, ფეხბურთელებს მისალმებოდა და სიმბოლურად ბურთი თამაშში შეეყვანა.
VIDEO: ულამაზესი გოლები და რეალის 5-დან 5 ლა ლიგაში

