ვინისიუსი ზამთარში შესაძლოა რეალიდან წასვლაზე დაფიქრდეს.
AS-ის ინფორმაციით, ასეთი ვარიანტი შესაძლებელი იმ შემთხვევაში იქნება, თუ იქამდე კლუბთან ახალ კონტრაქტზე სიტუაცია არ გაირკვევა.
მომდევნო 2-3 თვე ვინისიუსისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
რამდენადაც ცნობილია, რეალმა და ბრაზილიელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მოლაპარაკებები შეწყვიტეს და მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსმა თავდაპირველი ფინანსური მოთხოვნები საგრძნობლად შეამცირა, ჯერჯერობით საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრა ვერ ხერხდება.
მოქმედი ხელშეკრულება ვინის რეალთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.