ჩაბი ალონსომ ვინისიუსის უკმაყოფილებას უპასუხა.
ბრაზილიელი ესპანიოლთან მატჩში 77-ე წუთზე ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა. რეალმა მატჩი 2:0 მილიტაოს და მბაპეს გოლებით მოიგო.
„ვინის ადგილი სასტარტოში? თამაში ყველას უნდა. ვინისიუსი კი არა, ფრანკო მასტანტუონომაც კი გაკვირვებით შემომხედა, მე მცვლიო?
ვუპასუხე, კი, ფრანკო, შენ გცვლი." - ცოტა გაბრაზებული იყო. შესაბამისად, მხოლოდ ვინის კი არა, ყველას უნდა თამაში." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ამ სეზონის 6 მატჩში ვინისიუსი ორჯერ სასტარტოში ვერ მოხვდა.