საქართველოს ნაკრებისა და კოპენჰაგენის ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა თავისი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის.
მინდა გულით გითხრათ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე გვედგა გვერდში. თქვენმა სიტყვებმა, ყურადღებამ და მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა. მართლა ბევრს ნიშნავდა და გაგვიადვილა ის რთული გზა, რაც ერთად გავიარეთ.
ყველაზე რთული ნაწილი უკვე დასრულებულია. ახლა იწყება რეაბილიტაცია — და ჩვენ ამ ნაწილსაც ერთად გავივლით, იმავე რწმენით და იმედით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის!" - წერს გოჩოლეიშვილი ინსტაგრამზე.