ლევან კორღალიძემ იბერიას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ევროტურნირებზე გამოსვლის კრახით დასრულების შემდეგ, მწვრთნელისა და იბერიას გზები გაიყო.
კორღალიძემ იბერია გასული წლის ივლისში ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა.
47 გამართულ შეხვედრაში იბერიამ კორღალიძის ხელმძღვანელობით 27 მოიგო, 11-ჯერ ფრე ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა.
ბოლო 6 მატჩიდან გუნდმა 5 დათმო და ერთი ფრედ დაასრულა.