უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999-მა ესტონურ ლევადიას უმასპინძლა.
ქართულმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში 1-0 წააგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა უწევდა.
თბილისური თამაშის პირველი ტაიმი იბერიამ გურამ გოშთელიანის გოლით მოიგო, რომელიც შემტევმა მე-40 წუთზე გაიტანა.
მეორე ტიამის სტარტზე სტუმრებმა კარლოს ტორესის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. 87-ე წუთზე დერეკ აგიაკვამ იბერია კვლავ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
109-ე წუთზე ორმატჩიანი დუელის გადამწყვეტი გოლი ლევადიას მხრიდან რობერტ კირსმა გაიტანა და ესტონურ გუნდს მომდევნო ეტაპზე გაუნაღდა.
იბერია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კონფერენს ლიგაზეც დამარცხდა და წლევანდელ ევროტურნირებს გამოეთიშა.