• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ" - კორღალიძე და მაკარიძე ლევადიასთან მატჩის წინ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ" - კორღალიძე და მაკარიძე ლევადიასთან მატჩის წინ

28 ივლ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999 ესტონურ ლევადიას უმასპინძლებს.


პირველი მატჩი სტუმრად ქართულმა გუნდმა 1-0 დათმო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ესაჭიროება.


მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ და მეკარე გიორგი მაკარიძემ კომენტარები გააკეთეს, რომელსაც იბერიას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა.


კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების.


ლევადიასთან თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერი გამოგვივა". - განაცხადა კორღალიძემ.


"პირველი თამაშიდან გამომდინარე შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ.


დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ". - თქვა მაკარიძემ პრესკონფერენციაზე.


იბერიასა და ლევადიას მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 29 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ" - შუსტერი და გოშაძე ომონიასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ" - შუსტერი და გოშაძე ომონიასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში ჰამბურგს გაუტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში ჰამბურგს გაუტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი მიქაუტაძის გოლი მალიორკას კარში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი მიქაუტაძის გოლი მალიორკას კარში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია ორმატჩიან დუელში დამარცხდა და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია ორმატჩიან დუელში დამარცხდა და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

"ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ" - შუსტერი და გოშაძე ომონიასთან მატჩის წინ

News image

26 ივლ, 2025

VIDEO: გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში ჰამბურგს გაუტანა

News image

16 სთ წინ

VIDEO: გიორგი მიქაუტაძის გოლი მალიორკას კარში

News image

29 ივლ, 2025

იბერია ორმატჩიან დუელში დამარცხდა და ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა