ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გიორგი ცხოვრებაძის ზაგრებმა სლოვენიური ცელიე ანგარიშით 38:32 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებისა და ზაგრების ლიდერმა ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მან მეტოქის კარში 11 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
ზაგრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა, თუმცა ხორვატიის ჩემპიონი ევროპულ სეზონს რანგით მეორე ტურნირზე, ევროპალიგაზე განაგრძობს.