საბა საზონოვმა ხეტაფეს ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა.
ხეტაფე კოპა დელ რეის 1/64-ფინალში დაბალი ლიგის ლებრიხანას ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მცველმა მატჩში 45 წუთი ითამაშა, მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შესვენების შემდეგ მწვრთნელმა შეცვალა.
თავად შეხვედრა ლა ლიგის წარმომადგენლისთვის რთული აღმოჩნდა. დაბალი ლიგის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 23-ე წუთისთვის უკვე ორი ბურთით იგებდა.
ხეტაფემ შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა, ხოლო მანგალას მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით 1/32-ფინალში გასვლა მოახერხა.