VIDEO: ქართველები კოპა დელ რეიზე - როგორ წარიმართა ქოჩორაშვილისა და გულიაშვილის შეხვედრები?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპა დელ რეის 1/64-ფინალურ ეტაპზე გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი გულიაშვილის გუნდებმა წარმატებით ითამაშეს და ბრძოლას აგრძელებენ.
გიორგი ქოჩორაშვილის სევილია სტუმრად დაბალი ლიგის ჰორტალეზას შეხვდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 67 წუთი ითამაშა.
გიორგი გულიაშვილის რასინგმაც გასვლაზე ითამაშა და რიბადესელა 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
1 ნოემბერს გიორგი ქოჩორაშვილის სევილია ხეტაფეს, ხოლო გიორგი გულიაშვილის რასინგი კი მადრიდის რეალს სახლში დაუპირისპირდება.