Transfermarkt-ის მონაცემებით, ბარსელონასა და რეალის ბოლო დაპირისპირება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სასტარტო შემადგენლობების მატჩი გახდა.
ორივე გუნდის ძირითადში გამოსული ფეხბურთელების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ 1,85 მილიარდ ევროს მიაღწია.
მეორე ადგილზე მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა, რომლის სასტარტო შემადგენლობების საერთო ღირებულება 1,84 მილიარდი ევრო იყო. სამეულს კიდევ ერთი ელ კლასიკო ასრულებს - 1,76 მილიარდი ევროთი.
რეიტინგის ათეულში რეალის მონაწილეობით რვა შეხვედრა მოხვდა.
ყველაზე ძვირად ღირებული მატჩების ათეული სასტარტო შემადგენლობების მიხედვით:
1. ბარსელონა - რეალი, ლა ლიგა: 1,85 მილიარდი ევრო.
2. მანჩესტერ სიტი - პსჟ, ჩემპიონთა ლიგა: 1,84 მილიარდი ევრო.
3. რეალი - ბარსელონა, ლა ლიგა: 1,76 მილიარდი ევრო.
4. პსჟ - ბარსელონა, ჩემპიონთა ლიგა: 1,74 მილიარდი ევრო.
5. ლივერპული - რეალი, ჩემპიონთა ლიგა: 1,68 მილიარდი ევრო.
6. რეალი - ბარსელონა, ესპანეთის სუპერთასი: 1,67 მილიარდი ევრო.
7. მანჩესტერ სიტი - რეალი, ჩემპიონთა ლიგა: 1,67 მილიარდი ევრო.
8. რეალი - არსენალი, ჩემპიონთა ლიგა: 1,64 მილიარდი ევრო.
9. რეალი - მანჩესტერ სიტი, ჩემპიონთა ლიგა: 1,63 მილიარდი ევრო.
10. არსენალი - რეალი, ჩემპიონთა ლიგა: 1,63 მილიარდი ევრო.