გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ტრანსფერმარკტის განახლებული მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისა და ვილიარეალის თავდამსხმელის ფასმა 40 მილიონ ევროს მიაღწია.
ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილური და შედეგიანი თამაშის წყალობით, ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ფასმა 10 მილიონი ევროთი მოიმატა.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ვილიარეალის რიგებში ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.