ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა - გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა სრულად მოიშუშა და მოედანზე დასაბრუნებლად მზადაა.
სევილიას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ, მედიასთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ლუკას სტასინთან ერთად, ლაზარეთიდან დაბრუნდა და ოსასუნას წინააღმდეგ სათამაშოდ ხელმისაწვდომია.
მიუხედავად გამოჯანმრთელებისა, ესპანელი სპეციალისტი მოთამაშეების დატვირთვისას სიფრთხილეს იჩენს. როგორც პლასამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანმრთელობის კუთხით გუნდში პრობლემები აღარ არის, თუმცა ზოგიერთი ფეხბურთელი 45 ან 90 წუთის სათამაშოდ სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ჯერ კიდევ არ იმყოფება.
სევილიასა და ოსასუნას დაპირისპირება დღეს, 26 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.