გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალს ვალენსიური დერბი 96-ე წუთზე მოაგებინა.
მისი გუნდი მესტალიაზე, ვალენსიას წინააღმდეგ 0:1 მარცხდებოდა, 66-ე წუთზე მოედანზე შევიდა, 3 წუთში ანგარიში ალექს ფრიმენმა გაათანაბრა, 79-ე წუთზე კი ვილიარეალი, პაპე გეიეს გაძევების გამო, 10 კაცით დარჩა, 89-ე წუთზე ვალენსიას ჰარვი ელიოტი გაუძევეს.
96-ე წუთზე, როცა ვალენსია შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, ცარიელ ზონაში ჟორჟს ბურთი ალბერტო მოლეირომ გადაუგდო, ქართველმა ერთი-ერთზე მცველი ჩამოიტოვა და ცაციათი გამარჯვების გოლი შეაგდო. მატჩის საუკეთესო მომენტები ამ ბმულზეა.
მიქაუტაძეს ბოლო 4-დან 3 თამაშში აქვს გოლი გატანილი - ნაპოლისთან, ლივერპულთან და ახლა ვალენსიასთან. მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 2 გოლი და 1 ასისტი მოაგროვა.
10 ტურის შედეგებით, ვილიარეალს 12 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა და საუკეთესო ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება (თანაც, რეალ ბეტისს სელტასთან სტუმრად ჯერ არ უთამაშია).
ყვითელი წყალქვეშა ნავი 30 ოქტომბერს 8-ქულიან მე-18 ადგილოსან ესპანიოლს უმასპინძლებს.