მარიამ ბოლქვაძემ საფრანგეთის ქალაქ შერბურ ენ კოტენტენში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო W50 კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ზედიზედ 3 გამარჯვებისა და 1/2 ფინალში გასვლის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ერმონი ტანს დაუპირისპირდა.
პირველ სეტში ფრანგი სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მეორეში კი მარიამი უკეთესი იყო, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და საბოლოოდ თამაში ორ სეტში დამთავრდა - 2:6; 5:7.
მარიამ ბოლქვაძემ, რომელიცWTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 339-ე პოზიციაზეა, წელს უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშა და ერთი წრეც გაიარა, ხოლო US Open-ის მთავარ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა.