საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატის ახალ სეზონში ცნობილია.
გასული ორი წლის (2025 და 2026) ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე საქართველოს ნაკრები A ჯგუფში პირველ ნომრადაა განთესილი, სადაც მისი მეტოქეები რუმინეთის, ბელგიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.
B ჯგუფში პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები თებერვალში გაიმართება, რის შემდეგაც თასის ნახევარფინალები 6-7 მარტს ჩანიშნული, ხოლო ფინალური რაუნდი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 14 მარტს ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
6 თებერვალი, გდინია: პოლონეთი - საქართველო
13 თებერვალი, ბრიუსელი: ბელგია - საქართველო
20 თებერვალი, თბილისი: საქართველო - რუმინეთი