კრისტალ პალასის მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა, შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ გააკრიტიკა.
„ვგრძნობ, რომ მიგვატოვეს. ბევრ ფეხბურთელს ვერ ვიყენებ. ვინც გვყავს, ისინი მაქსიმუმს აკეთებენ და ეს მდგომარეობა უკვე კვირები და თვეებია გრძელდება. ჩვენს განკარგულებაში სულ 12 ან 13 მოთამაშეა და მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ.
შანსი მანჩესტერს? — გლასნერმა სეზონის ბოლოს პალასიდან წასვლა დაადასტურა
სექტემბრის შემდეგ პირველად მივიღეთ შესაძლებლობა, მთელი კვირა გვემუშავა და მატჩამდე ერთი დღით ადრე კაპიტანს ვყიდით. ამას ვერ ვიგებ. ყოველთვის ჩუმად ვიყავი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან ფეხბურთელების დაცვა მმართებს. დღეს მათ უკვე 35-ე მატჩი ჩაატარეს.
ამ სეზონში უკვე მეორედ, მატჩის წინა დღეს გულს გვიტეხავენ. ზაფხულში წავიდა ეზე, ახლა — გეჰი. რა უნდა ვუთხრა ფეხბურთელებს? რას უნდა ვეუბნებოდე მათ?
შემდეგ კი ვუყურებ მათ თამაშს 50–60 წუთის განმავლობაში. იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 12 მოთამაშე გვყავს, ეს მარტივი არ არის. სკამს ვუყურებ და ვერ ვხედავ რეაგირების შესაძლებლობას — იქ უბრალოდ ბავშვები სხედან. ეს მხოლოდ დღევანდელი დღე არ არის, ასე უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. ამიტომაც ვარ დღეს უბრალოდ ძალიან იმედგაცრუებული“, — განაცხადა მწვრთნელმა სანდერლენდთან მატჩის 1:2 წაგების შემდეგ.