VIDEO: კერიკის იდეალური დებიუტი — მანჩესტერული დერბი იუნაიტედმა მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში ოლდ ტრაფორდმა მანჩესტერულ დერბის უმასპინძლა.
შეხვედრა მანსპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში იუნაიტედს თამაშგარის გამო ორი გოლი გაუუქმეს, თუმცა მეორეში წითელმა ეშმაკებმა კიდე ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს.
იუნაიტედმა კერიკთან ერთად პირველ მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 35 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე მინიმუმ ტურის ბოლომდე გადაინაცვლა, სიტი კი 43 ქულით ჯერჯერობით მეორეა.