• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ახალი რეკორდი და საჩემპიონო იმედი – ვინ არის არსენალის 16 წლის გმირი?
ფეხბურთიფეხბურთი

ახალი რეკორდი და საჩემპიონო იმედი – ვინ არის არსენალის 16 წლის გმირი?

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არსებობს მომენტები, რომლებზეც წლების შემდეგაც საუბრობენ, მაქს დოუმენის 22-წუთიანი დებიუტი სწორედ ასეთი იყო.


16 წლისა და 73 დღის ასაკში მან არა მხოლოდ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლის რეკორდი დაამყარა, არამედ არსენალს საჩემპიონო რბოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.


ევერტონთან მატჩი მეთოფეებისთვის უკიდურესად მძიმე გამოდგა. 88 წუთის განმავლობაში მიკელ არტეტას გუნდი უნაყოფოდ აკონტროლებდა ბურთს, აკლდათ სისწრაფე და ორიგინალურობად. დავიდ რაიას ფრთხილი პასები და ნაჩქარევი შორეული დარტყმები იმედგაცრუების განცდას აძლიერებდა. დეივიდ მოიესმა დაცვა იდეალურად დააყენა და თამაში ფიზიკურ ორთაბრძოლებამდე დაიყვანა.

სწორედ ამ კრიტიკულ დროს, არტეტამ მოედანზე მოზარდი შეიყვანა. „წადი და მოგვაგებინე თამაში“ – ასეთი იყო მწვრთნელის დავალება. დოუმენმა თამაში მყისიერად შეცვალა. მისი სითამამე, დრიბლინგი და საჯარიმოში გაბედული შესვლები ევერტონის დაცვისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა.


VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — არსენალმა ევერტონს ბოლო წუთებზე მოუგო


89-ე წუთზე სწორედ დოუმენის ჩაწოდებამ გამოიწვია არეულობა მეტოქის საჯარიმოში. ჯორდან პიკფორდმა პირველი შეცდომა დაუშვა, რითაც გიოკერესმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. თუმცა, მთავარი სანახაობა წინ იყო: მატჩის მიწურულს, როცა პიკფორდი კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, არსენალმა ბურთი მოიპოვა და ის ისევ დოუმენს მიუვიდა. 16 წლის ბიჭმა საოცარი სიმშვიდე შეინარჩუნა, საკუთარი ნახევრიდან ბურთით მთელი მოედანი გადაჭრა და ცარიელ კარში გატანილი გოლით წერტილი დასვა.

„მას არაფერი აშინებს. ყოველთვის, როცა ბურთს იღებდა, რაღაც ხდებოდა. ასეთ ასაკში და ასეთი წნეხის ქვეშ მსგავსი თამაში ნორმალური არ არის“, – განაცხადა აღფრთოვანებულმა არტეტამ. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ნათელია, რომ არსენალის აკადემიამ მსოფლიო ფეხბურთს მორიგი ბრწყინვალე ტალანტი აჩუქა.

გიორგი ლემონჯავა

გიორგი ლემონჯავა

არტეტა
არსენალი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: პრემიერ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ქრება? სიტიმ ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პრემიერ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ქრება? სიტიმ ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — არსენალმა ევერტონს ბოლო წუთებზე მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — არსენალმა ევერტონს ბოლო წუთებზე მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიკლ კერიკის ამბიციური გეგმა: როდის დაიბრუნებს იუნაიტედი პრემიერ ლიგის ტიტულს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მაიკლ კერიკის ამბიციური გეგმა: როდის დაიბრუნებს იუნაიტედი პრემიერ ლიგის ტიტულს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბარსელონაში ჩასვლამდე ნიუკასლმა სტემფორდ ბრიჯზე მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბარსელონაში ჩასვლამდე ნიუკასლმა სტემფორდ ბრიჯზე მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სთ წინ

VIDEO: პრემიერ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ქრება? სიტიმ ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა

News image

18 სთ წინ

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — არსენალმა ევერტონს ბოლო წუთებზე მოუგო

News image

4 სთ წინ

მაიკლ კერიკის ამბიციური გეგმა: როდის დაიბრუნებს იუნაიტედი პრემიერ ლიგის ტიტულს?

News image

17 სთ წინ

VIDEO: ბარსელონაში ჩასვლამდე ნიუკასლმა სტემფორდ ბრიჯზე მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება