VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ — არსენალმა ევერტონს ბოლო წუთებზე მოუგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში არსენალმა საკუთარ მოედანზე ევერტონს მოუგო.
შეხვედრა სტადიონ ემირეითსზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
არტეტას გუნდი მერსისაიდელების გატეხვას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ და გამარჯვების გოლი მხოლოდ 89-ე წუთზე, ვიქტორ გიოკერეშმა გაიტანა.
მსაჯის მიერ მე-7 კომპენსირებულ წუთზე 16 წლის მაქს დოუმენმა ევერტონის შეტევაში წასული მეკარე გამოიჭირა, კონტრშეტევაზე გაიქცა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
არსენალმა 70 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ სიტის, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ამ წუთისთვის ჩატარებული, მთელი 10 ქულით უსწრებს.