VIDEO: პრემიერ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ქრება? სიტიმ ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში მან სიტიმ სტუმრად ვესტ ჰემ იუნაიტედს ვერ მოუგო.
ლონდონ სტედიუმზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
31-ე წუთზე ბერნარდუ სილვას მიერ გატანილ შედევრს ოთხ წუთშივე მავროპანოსმა თავისი გოლით უპასუხა და სიტიმ საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა.
30 მატჩის შემდეგ სიტი ლიდერ არსენალს, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, 9 ქულით ჩამორჩება, თუმცა პოტენციურად სხვაობა 7 ქულას შეადგენს.
ვესტ ჰემი კი 29 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთი ქულით უსწრებს.